
"მე ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც მათი საქმე წასულია. დაიჭერენ, ცდიან დაჭერას ვაი მაგათ პატრონს და ვუი, თუ ვერ დაიჭერენ და ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი
23:57:03     14-02-2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიას საკითხს გამოეხმაურაა
"მე ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც მათი (ოცნების) საქმე წასულია. დაიჭერენ, ცდიან დაჭერას ვაი მაგათ პატრონს და ვუი, თუ ვერ დაიჭერენ და ვაი მაგათ. აი, ეგეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ, რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები. ეგერ, კახა ოქრიაშვილს უთხრა ივანიშვილმა დაგიჭერო და იფიქრა, კაცო ამხელა ბიზნესმენია და დაჭერის როგორ არ შეეშინდებაო და ოქრიაშვილმა ერთ ადგილზე გაუშვა, უკაცრავად, მელიამ იმავე მისამართით გაუშვა ესენი, ასე, რომ ვერ ხვდებიან. იქით ჰყავთ თავისი ჩვეულებრივი კონფორმისტი ტურები და აქეთ მხარეს არიან მგლები, აქეთ მხარეს არის ხალხი, ვინც საქართველოსთვის მზად არის იბრძოლოს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.