ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა - ცერცვაძე

  23:55:32     14-02-2021

  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანს უპირისპირდება. ეს უკვე მეტისმეტია - წერს ცერცვაძე და კალოიანის 12 თებერვლის ფეისბუქ პოსტს ეხმაურება  

  ბ-ნ კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი „ჰეითერისთვისაც“ კი მეტისმეტია.- წერს თენგიზ ცერცვაძე.

  „COVID-19-ის მართვის ქართული თავისებურებები“ - ცერცვაძის ინფორმაციით, ამ სახელწოდების პოსტში კალოანი წერს, რომ „სახელმწიფო ფულით, შემოვიტანეთ ყველაზე საკამათო (რბილად რომ ვთქვათ) ანტივირუსული პრეპარატი. არ შემოგვაქვს დადასტურებული ეფექტურობის ანტიბიოტიკები და ასევე ახლა უკვე დადასტურებული ეფექტურობის ტოცილიზუმაბი“.