ვადა ამოიწურა მე უკანონო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი - ნიკა მელია

  18:25:35     12-02-2021

 ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.  ვადა ამოიწურა მე უკანონო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მელიამ.

 ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფონგზე 2019 წლის 20 ივნისი და ის მძიმე მოვლენები გაიხსენა, რაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას მოჰყვა.

 მელიას თქმით, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ ყურადღების გადატანის მიზნით, "შექმნა ილუზოროული საქმე" და დაიწყო ადამიანების დევნა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების.