დღეს საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა
11:01:15     12-02-2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 660 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 264 665
- გამოჯანმრთელებულია - 256 684
- გარდაცვლილია - 3 336
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 24 359, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 451, PCR ტესტით - 7 908
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,08%, ბოლო 14 დღის - 3,36%, ბოლო 7 დღის - 3%
- კარანტინის რეჟიმში - 304
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 045
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 284
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 80 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.