სინოდის სხდომა დასრულდა - სასულიერო პირები საპატრიარქოს ტოვებენ
14:53:54     11-02-2021
დღევანდელი 11 თებერვლის სინოდის სხდომა დასრულდა, სასულიერო პირები საპატრიარქოს უკვე ტოვებენ. ამ დრომდე საპატრიარქოდან გამოსულ არცერთ მღვდელმთავარს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯერ ისევ უცნობია ზუსტად რაზე იმსჯელეს სასულიერო პირებმა. სავარაუდო თემებს შორის სახელდება კორონავირუსის პანდემია და ტესტირება, პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი და ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრების დანიშვნა.