წულუკიანის ყოფილმა მოადგილემ და ქართული ოცნების დეპუტატმა, 2012 წლის შემდეგ, მილიონზე მეტის ღირებულების ქონება იყიდა

  14:39:21     11-02-2021

სიღარიბით სავსე ქვეყანაში, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ქართული ოცნების ამჟამინდელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და მისმა მეუღლემ, 2012 წლის შემდეგ, ჯამში მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ქონება იყიდეს. ეს რამდენიმე დღის წინ ტაბატაძისვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდანაც დასტურდება.

ალექსანდრე ტაბატაძე ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში წულუკიანის გავლენით ჩასვეს. დღეს, შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მილიციის ყოფილი ჩინოვნიკი პარლამენტში ზის. 

თუმცა, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, უნებლიედ მოგაგონებთ იმ დროს, როდესაც ჩინოვნიკებისათვის ქრთამის აღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 

[I=3]საინტერესოა, როგორ იშოვა ტაბატაძემ ამდენი ფული საიმისოდ რომ ხალხის გაღარიბების პარალელურად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავად მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახლები, აგარაკები და მიწის ნაკვეთები ეყიდა?

ეს არის მხოლოდ ფაქტები და მხოლოდ ის ქონება, რომელიც ტაბატაძის ოჯახმა 2012 წლის შემდეგ დაირეგისტრირა:

1. 2018 წელი, მიწის ნაკვეთი, 1100 მ2, ნავდარაანთკარი - 2 500 დოლარი.

2. 2018 წელი, ბინა, 97 მ2, ინგოროყვაზე - 110 000 დოლარი.

3. 2016 წელი, ბინა, ფალიაშვილზე, 68 მ2, 95 000 ლარი (30000დოლარი).

4. 2014 წელი, მიწის ნაკვეთი, 3200 მ2, დაბა მანგლისი - 2 500 ლარი.

5. 2015 წელი, საცხოვრებელი სახლი, მცხეთა, ნავდარაანთკარი, 344 მ2 – 95 000 დოლარი.

6. 2016 წელი, მიწის ნაკვეთი, 2000 მ2, მცხეთა, ნავდარაანთკარი - 4 800 დოლარი.

[I=2]დანაზოგი ბანკში:

1. ალექსანდრე ტაბატაძე - 8200 დოლარი.

2. ია იაძე-ტაბატაძე - 52 000 დოლარი.

3. ია იაძე-ტაბატაძე - 32 500 ლარი.

4. ალექსანდრე ტაბატაძე - 7 500 ლარი.

მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, ალექსანდრე ტაბატაძისა და მისი მეუღლის, ია იაძე-ტაბატაძის (რომელიც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია) სახელზე რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება, ჯამში მილიონ ლარს აჭარბებს.

ცხადია, ეს ნამდვილად არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მათი შემოსავლები, 2012 წლის შემდეგ, საერთოდ არ ყოფილა მილიონი ლარი. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური მონაცემებით და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.

ამიტომ, თუ ვიკითხავთ, იშოვა თუ არა, ფული, სიღარიბით სავსე ქვეყანაში, ალექსანდრე ტაბატაძემ, თანამდებობაზე ყოფნის დროს, პასუხს მისივე დეკლარაციიდან მივიღებთ.