დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
10:56:47     11-02-2021
დღევანდელი, 11 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 321 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 639 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 264 158
- გამოჯანმრთელებულია - 256 024
- გარდაცვლილია - 3 321
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21 890, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 380, PCR ტესტით - 8 510
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,54%, ბოლო 14 დღის - 3,5%, ბოლო 7 დღის - 3,23%.
- კარანტინის რეჟიმში - 386
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 083
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 290
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 79 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.