გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს - ცერცვაძე
00:14:41     09-02-2021
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს ეშინია, "გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს". ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ თავად გააკეთა განცხადება. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება:
„აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.