სპეცოპერაცია ზუგდიდში - ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი სპეცოპერაცია ზუგდიდში - ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი />


  00:01:44     09-02-2021

სპეცოპერაცია ზუგდიდში - ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი

a103493.jpg

სპეცოპერაცია ზუგდიდში - დადვანის ქუჩაზე, სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავეს. "მთავარის" ინფორმაციით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რომელიც არსებული ინფორმაციით სამეგრელოში აფხაზეთიდან, შემოვლითი გზით შემოიტანეს.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია უთვალთვალებდა. სპეცოპერაცია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სამივე პირი სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

არც სამართალდამცველებს და არც დაკავებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

0

ავტორი: