მეუფე პეტრეზე სინოდზე საუბარი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
23:59:15     08-02-2021
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვერ ასახელებს თემებს, რომელსაც 11 თებერვლის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ. სასულიერო პირი ამბობს, რომ მისთვის წინასწარ არასდროს ყოფილა ცნობილი განსახილველი საკითხები25 წელია სინოდის წევრი ვარ და არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემთვის პირადად წინასწარ იყო ცნობილი საკითხები, რომელიც უნდა განხილულიყო სინოდზე - ამბობს მეუფე "მთავართან" საუბარში.
რაც შეეხება თეოლოგების გავრცელებულ ინფორმაციას, მეიფე ნიკოლოზის შეფასებით - "როდესაც ესეთ რამეს ამბობენ ეს თეოლოგები, ეს უკვე არათეოლოგიური განცხადებაა" - ამბობს ის.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთაზე მსჯელობას, როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს სინოდისთვის თავად არ მიუმართავს, შესაბამისად ის ვარაუდობს, რომ მეუფე პეტრეს საკითხი არ განიხილება მეუფე პეტრეზე სინოდზე საუბარი არ იქნება მე ესე ვფიქრობ და რატომ. იმიტომ რომ ან მეუფე პეტრე უნდა დააბრუნოს სინოდმა უკან, ან საერთოდ უნდა განკვეთოს ეკლესიიდან და არც ერთი და არც მეორე მოქმედებისთვის მეუფე პეტრეს ამ შუალედში არაფერი არ უქნია" ამბობს მეუფე ნიკოლოზი