„ღარიბაშვილს პრემიერად მეორედ მოსვლის ამბიცია გაუჩნდა“ - კახური კლანი გახარიას უპირისპირდება
15:12:07     08-02-2021
ქართულ ოცნებაში კლანებად დაყოფა და დაპირისპირება მწვავდება. ცნობილი ხდება რომ გახარიასთვის ძირის გამოთხრასა და გაპრემიერებას, თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს.
„ღარიბაშვილს პრემიერად მეორედ მოსვლის ამბიცია გაუჩნდა“, - ამბობს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოის ერთერთი წევრი, საკუთარ გარემოცვასთან და მიიჩნევს რომ „პარტიაში დიდი ძვრებია მოსალოდნელი“.
კლანები ოცნებაში...
დაპირისპირება და კლანებად დაყოფა მმართველ გუნდში მას შემდეგ გახდა მკვეთრად შესამჩნევი, რაც სავარაუდოდ, სანქციების შიშით, პოლიტიკას გაერიდა ბიძინა ივანიშვილი.
ის, ხელისუფლებას დღეს მხოლოდ ძალოვანი მინისტრების სახით აკონტროლებს, ფორმალურად კი პოლიტიკაში აღარ ერევა.
შესაბამისად, საკუთარი ამბიციები გამოავლინეს ოცნების პირველმა პირებმაც. როგორც ჩანს, მათ შორის არის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის გარემოცვასაც, მინიმუმ 500 მილიონი აქვს მოპარული, სხვადასხვა კორუფრციული სქემებით.
„კახური კლანი“
ე.წ. კახურ კლანზე ტომებად დევს საქმეები პროკურატურასა თუ სუსის ანტიკორუფციულ სამსახურში, თუმცა, თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან მალევე, ღარიბაშვილმა განაცხადა რომ საკუთარ ნათესავებთან (რომლებიც კორუფციაში იყვნენ მხილებულნი) შეხება აღარ აქვს.
ცხადია, ამის არავის სჯერა. მეტიც, ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილი საათების კოლექციითა და ბოლო მოდელის „აუდით“ გამოვიდა ასპარეზზე. მისი ქონების დიდი ნაწილი კი, დაუსაბუთებელია.
მაგალითად: მას არ აუხსნია რა სახსრებით აიშენა ფეშენებელური სასახლე ბაკურიანში, როგორ შეიძინა ნახევარი მილიონის ღირებულების საათები, საიდან იყიდა 300 ათასამდე ღირებულების მანქანა და ა.შ.
სამაგიეროდ, ივანიშვილის გაქცევის შემდეგ, ღარიბაშვილმა პრემიერ გახარიასათვის დაიწყო ძირის გამოთხრა.
კერძოდ: თავდაცვის მინისტრი გახარიას სუსტ ფიგურად მოიხსენიებს და საკუთარ გარემოცვასთან ამბობს რომ „მალე ყველაფერი შეიცვლება“.
მეტიც, ღარიბაშვილი ცდილობს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრების გადაბირებას, რათა საჭირო დროს, პარტიაში სიტუაცია თავის სასარგებლოდ განალაგოს.