"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!.." - ნიკა მელია
14:04:48     05-02-2021
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე ახმოვანებს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - თქვა მან რამდენიმე წუთის წინ.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკა მელიას გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული.
დღეს პროკურატურა ნიკა მელიას დამატებით, ერთკვირიანი ვადის გაფორმებას შესთავაზებს, თუ ის ამ ვადაში გირაოს - 40.000 ლარს არ გადაიხდის, პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვს.