თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა
12:52:29     03-02-2021
თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. თელავში COVID-19 მოსწავლეებს, გურჯაანში კი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.
მოსწავლეებიდან ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ-რეჟიმში გაივლიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში კი, სკოლა ორკვირიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე სკოლების დაკეტვის აუცილებლობა არ დგას. სასწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა.