
დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ ისაუბრეთ - წულუკიანმა ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა
13:45:25     02-02-2021
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკინმა "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ნომერი დაასახელა მობილურის ნომრითვე უპასუხა, ოღონდ არა თავისი, არამედ ნიკა გვარამიასი. წულუკიანმა ელისაშვილს უთხრა, რომ ნიკა გვარამიას დაურეკოს და რასა უკარნახებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პარლამენტში ის ილაპარაკოს.
"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ, მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, ეს არის 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყლაბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში, თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!" - თქვა თეა წულუკიანმა.