დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა
11:03:43     29-01-2021
დღევანდელი, 29 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 148 გახდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 256 956
- გამოჯანმრთელებულია - 247 096
- გარდაცვლილია - 3 148
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 681, PCR ტესტით - 7 630
- კარანტინის რეჟიმში - 521
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 731
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 322
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 73 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი