დღეს საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 637
11:02:42     29-01-2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 637 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 256 956
- გამოჯანმრთელებულია - 247 096
- გარდაცვლილია - 3 148
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 681, PCR ტესტით - 7 630
- კარანტინის რეჟიმში - 521
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 731
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 322
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 73 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.