კარტოგრაფების სასამართლოს პარალელურად აქცია მიმდინარეობს

  17:11:22     28-01-2021

 ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის პროცესის პარალელურად აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი "მოძრაობა სირცხვილიაა" რომელთა წევრებმაც ადგილზე ბანერები და საპროტესტო პლაკატები მიიტანეს. 

 ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. 

 "ხაზს ვუსვამ კონკრეტულ დეტალს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრებიდან გადაინაცვლებენ ახლა პოლიტიკურ მძევლებში, ამითი საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ პერმამენტული აქციები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მივახვედროთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს ის იდეა, რასაც ჰქვია თავისუფალი საქართველო", - თქვა აკაკი ხუსკივაძემ. 

 მისი თქმით, როდის მოუნდება ხელისუფლებას, რომ ის ან აკაკი კობალძე, მათ შორის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში უკან შეაბრუნონ მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული და იმ პროცესზე ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა. 

 "ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის მოლოდინები რაც ეხლა საზოგადოებრივმა წნეხმა შედეგი გამოიღო და ვერ შეძლეს ამ საქმის ისე შეფუთვა, თითქოს ორი ადამიანი, რომლებიც თვითონვე ჰყავთ დაჯილდოვებული ანტისახელმწიფოებრივი, გირაოთი რატომ უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები და არა გამართლებულები?!" - თქვა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა.