როგორც სამღვდელოების იერარქები, ასევე თანამდებობის პირები, გადიან ქვეყნიდან და ცრიან ოჯახის წევრებს - გიორგი ჩალაძე

  14:45:08     28-01-2021

 გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მაღალი 
სამღვდელოების იერარქები და თანამდებობის პირები საზღვარგარეთ მიდიან და ოჯახებს კოროანვირუსის საწინააღმდეგო, მაღალი ხარისხის ვაქცინით ცრიან.  მისივე თქმით, ამ ადამიანებს ქვეყნისთვის კარგი არ უნდათ, რადგან უკვე აცრილები, მაღალი ამბიონიდან, დანარჩენ საზოგადოებას მოუწოდებენ, ცოტაც გაუძლონ.

გიორგი ჩალაძემ ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

    "ინფორმაციები ჩვენთან მოდის: სახელით და გვარებით, ოჯახებით, ვიცით ვინ არიან, ამ შემთხვევაში დანაშაული არ არის სიმდიდრე და დანაშაული არ არის, რომ შენი ოჯახისთვის კარგი გინდა. დანაშაულია რის როცა შენი ქვეყნისთვის გინდა ცუდი. ამ ადამიანებს ვინც ასე აკეთებენ, გადიან ქვეყნიდან და მის ოჯახს ცრიან მისი ქვეყნისთვის ცუდი უნდათ, იცით რატომ, რომ თანამდებობის პირები არიან მათი პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაზე ზრუნვა, მათი მოვალეობაა ამ წერილის დაწერა და ხელმოწერა და გაგზავნა. ეს ადამიანები ამ დროს, როცა ქვეყანაზე უნდა ზრუნავდნენ ბოროტად იყენებენ თანამდებობას და ჩვენ ხელფასებს ვუხდით და ამ ხელფასებით მოგზაურობენ, იცრებიან. ჩვენ მოქალაქეებს ტოვებენ მშიერს. სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ხშირად ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე თქვა და ყველამ იცის სახელების და გვარების დასახელების გარეშე ვინ არიან ეს ადამიანები - როგორც მაღალი სამღვდელო იერარქები ასევე თანამდებობის პირები. მე მათ სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს მათ მიმართ, საზოგადოების აგრესიას. შეიძლება ცუდად დამთავრდეს ეს დასახელება", - თქვა გიორგი ჩალაძემ