
კომპრომატები კალაძეზე - რა მასალებს აგროვებს სუსის უფროსი ლილუაშვილი თბილისის მერზე?
17:20:29     27-01-2021
ივანიშვილის გაქცევის შემდეგ, კლანებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გამწვავდა ქართულ ოცნებაში.
ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, თბილისის მერი კალაძე და სუსის უფროსი ლილუაშვილია.
ირკვევა რომ ლილუაშვილი, კალაძისა და მისი გარემოცვის შესახებ კომპრომატებს აგროვებს.
კომპრომატები კი, თბილისის მერიაში, რომელიც ქვეყანაში ერთერთი ყველაზე ღრმად კორუმპირებული სისტემაა, მრავლად მოიპოვება.
ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ცნობები, რომლის მიხედვითაც, სუსი თბილისის მერის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად ემზადება.
კერძოდ, სუსის ანტიკორუფციული სამსახური იწყებს კორუფციული საქმის გამოძიებას, რომელშიც კალაძის მოადგილეები ფიგურირებენ.
საქმე ეხება სამშენებლო ნებართვების საკითხს, რაც ქართული ოცნების პირობებში პირდაპირ „ფულის საჭრელი მანქანა“ გახდა ჩინოვნიკებისათვის.
მეტიც, სამშენებლო ნებართვები ის სფეროა, სადაც წლიურად, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ტრიალებს...
შესაბამისად, კლანებს შორის ომმა, შესაძლოა, მალე სკანდალის სახე მიიღოს და საზოგადოებამ რამდენიმე მსხვილი კორუფციული საქმის დეტალების თაობაზე შეიტყოს.
მიუხედავად იმისა რომ შემოდგომაზე ადგილობრივი თბითმმართველობის არჩევნებია და თბილისმა ახალი მერი უნდა აირჩიოს, ლილუაშვილ-კალაძეს შორის ისეთი მწვავე დაპირისპირებაა რომ სუსის უფროსი ძველი წყენების გახსენებას არ ერიდება.
სწორედ ამ დიდი დაპირისპირების ახალი საფეხურის დასაწყისად უნდა განვიხილოთ რამდენიმე დღის წინ, სუსის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებაც.