3 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - მთავრობა ბიზნესს მუშაობის უფლებას არ აძლევს გამოქვეყნდა
18:23:42     26-01-2021
3 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მთავრობამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს 1 თებერვლიდან მუშაობის აღდგენაზე უარი უთხრა.
კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრის დროს, ეპიდემიოლოგებს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად განუმარტეს, როგორ აპირებენ რეგულაციების დაცვით, მათი სფეროების ამუშავებას, თუმცა უშედეგოდ. მთავრობა უარზეა და მოტივად ეპიდვითარევის გაუარესება ასახელებს.
ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, დღეს გარეთ არის აქცია და სიტუაცია კიდევ რთულდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე" განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ