შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
18:04:07     26-01-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი.
შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.