საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
10:49:11     25-01-2021
დღეს საქართველოში კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიწისძვრა წუხელაც დაფიქსირდა.