პირველი თებერვლიდან 5 ქალაქში სკოლები, ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები გაიხსნება

  13:18:44     22-01-2021

 საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვიდან 5 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება აღდგება.

 "დღეს საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.