"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე

  00:00:30     21-01-2021

 "სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას სახლში წასვლასთან დაკავშირებით.
"საქართველოს მოსახლეობამ 31 ოქტომბერს გამოხატა თავისი პოზიცია, მათ ზურგი აქციეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. იმას თუ რა რიცხვები დაუწერა მმართველმა პარტიამ თავის თავს, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ის, თუ რა განწყობაა ჩვენს ამომრჩელეში.
ქართულ ოცნებაში უკვე ეგუებიან ფაქტს რომ მათ სახლში წასვლა აუცილებლად მოუწევთ. ამ 8 წელმა ყველას ნათლად დაანახა სად წაიყვანა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ქვეყანა.
დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ჩაინიშნება ახალი არჩევნები და სწორედ ეს იქნება იმის დასტური, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოშორდება. " - აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, რომ "ძალიან უნდა სახლში წასასვლელად გაუხდეს საქმე".