ჯო ბაიდენმა ფიცი დადო – აშშ–ს 46–ე პრეზიდენტი ჰყავს
23:50:55     20-01-2021
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა მოკავშირეებთან და დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში, - განაცხადა ჯო ბაიდენმა საინაუგურაციო მიმართვის დროს.
მისი თქმით, აშშ-მა მსოფლიოში სანდო პარტნიორის სტატუსი უნდა დაიბრუნოს.
„ჩვენ ვიქნებით ძლიერი და სანდო პარტნიორი მსოფლიოში მშვიდობის, პროგრესისა და უსაფრთხოების მისაღწევად“,- აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.