"ვაქცინებთან დაკავშირებით ქვეყნების „პირველი მე“ დამოკიდებულება პანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს"- ჯანმო-ს ხელმძღვანელი "ვაქცინებთან დაკავშირებით ქვეყნების „პირველი მე“ დამოკიდებულება პანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს"- ჯანმო-ს ხელმძღვანელი /> "/> " />


  16:01:51     18-01-2021

"ვაქცინებთან დაკავშირებით ქვეყნების „პირველი მე“ დამოკიდებულება პანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს"- ჯანმო-ს ხელმძღვანელი

a103342.jpg

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიო კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა და ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს.

 მისი თქმით, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, წელს კი უკვე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.

 „ამან შეიძლება COVAX-ის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შეაფერხოს და შექმნას სწორედ ის სცენარი, ქაოტური ბაზრით და არაკოორდინირებული რეაქციით, რომლის თავიდან ასაცილებლადაც COVAX-ი შეიქმნა,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

 მისი თქმით, „პირველი მე” დამოკიდებულება მსოფლიოს ღარიბ და დაუცველ ადამიანებს რისკის წინაშე აყენებს.

 „საბოლოო ჯამში, ეს ქმედებები პანდემიას მხოლოდ გახანგრძლივებს,” - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მან უთანასწორობის მაგალითად ის ფაქტი მოიტანა, რომ 49 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვაქცინების 39 მილიონ დოზაზე მეტი გახარჯეს, როდესაც ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ ვაქცინის მხოლოდ 25 დოზა მიიღო.

0

ავტორი: