სომხეთში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 პაციენტი გარდაიცვალა

  12:35:10     14-01-2021

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 163 576 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 963 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 151 000-ს აჭარბებს.