ვინ შეიჭრა კონგრესის შენობაში და რა ჯგუფებს წარმოადგენენ ისინი

  00:23:15     08-01-2021

 გუშინ, 6 იანვარს კაპიტულაციის შენობაში შეჭრილთა უმეტესობა ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილე იყო, რომლებსაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში შეჭრამდე 2 საათით ადრე თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. დემონსტრანტები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და დონალდ ტრამპის მსგავსად, აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ არის.

 თუმცა, მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ შენობაში შეჭრილ დემონსტრანტთა შორის რამდენიმე პოლიტიკურად აქტიური ულტრამემარჯვენე ჯგუფიც იყო, რომლებიც წლებია პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები არიან. მათ კონსპირაციული თეორიების გავრცელებისა და პროტრამპისტული მიტინგებიში მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. 

 მედიაში გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილ მომიტინგეთა შორის პოპულარული ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრებიც იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ კონსპირაციულ თეორიებს და პრეზიდენტ ტრამპს უჭერენ მხარს. 

 გუშინდელი მოვლენების დროს ერთ-ერთ ყველაზე ვირუსულად გავრცელებულ ფოტოში კაპიტოლიუმში შეჭრილ მამაკაცს თავზე ბეწვის ქუდი ახურავს და რქები ადგას, ხელში კი ამერიკის დროშა უჭირავს. მისი სახელი ჯეიკ ანჯელია და ის კოსნპირაციული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის, QAnon-ის წარმომადგენელია.