შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
00:15:16     08-01-2021
საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიას პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა, ამბობს, რომ "ცოტა არაზუსტი ინფორმაცია" გაავრცელა. მისი თქმით, თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია და ვირუსი ჯერ არ დადასტურებია
"ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ", - ამბობს ჯაღმაიძე ტაბულას ცნობით.
აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს თეთრუაშვილი ილია II იუბილეზე იმყოფებოდა.