ტარტალეტკა, ღვინო, ეკლერი, შუ და ხიზილალიანი ბუტერბროდი - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დელიკატესებში 15 900 ლარს იხდის
12:26:43     05-01-2021
ტარტალეტკა, ფხალის ასორტი, ღვინო თეთრი და შავი, ეკლერი, შუ და ხიზილალიანი ბუტერბროდი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დელიკატესებისა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ-მა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ამ ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუჯეტის ფულით შეისყიდა.
[I=2]კერძოდ, 2020 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, საერთო სასამართღლოების დეპარტამენტმა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 15 900 ლარი უნდა გადაიხადოს კვებით მომსახურებაში, რომელსაც ინდ მეწარმე ქეთევან ბრეგვაძე გასწევს.
ხელშეკრულებას ხელს აწერს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი კაკაურიძე.
დოკუმენტში მითითებულია რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხიზილალიანი ბუტერბროდები და სხვა დელიკატესები, სასამართლო სისტემაში ჩასატარებელი ღონისძიებების მონაწილეთა გამასპინძლებისათვის სჭირდება.