მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ძალების ტყვეების გასათავისუფლებლად ქვეყნის მასშტაბით კამპანიას იწყებს
21:10:14     29-12-2020
30 დეკემბერს 12.00 საათზე ყოფილი რუსეთის საელჩოს წინ ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ძალების ტყვეების გასათავისუფლებლად ქვეყნის მასშტაბით კამპანიას იწყებს. კამპანიას უერთდებიან პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტები.
დღეს რუსეთს საქართველო 4 მოქალაქი ჰყავს დატყვევებული. როცა ერთი წლის წინ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის აქტივისტები, ექიმები, პოლიტიკური ლიდერები თუ ჟურნალიტები გაერთიანდნენ, ის ტყვეობის 50-ე დღეს გაათავისუფლეს. ამ მთავრობის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე უფრო ეფექტური ძალაა ოკუპანტებთან ბრძლაში.
გავერთიანდეთ ცხინვალის და სოხუმის ციხეებში დატყვევებული ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების დასახსნელად.გენადი ბესტაევი - ცხინვალის ციხეშია 2019 წლის ნომბერიდან, მას 2 წელი აქვს მისჯილიზაზა გახელაძე -ცხინვალის ციხეშია 2020 წლის ივლისიდან, მას დამატებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილილაშა ხეთერელი - ცხინვალის ციხეშია 2020 წლის აგვისტოდან, მას 1 წელი აქვს მისჯილიირაკლილ ბებუა - სოხუმის ციხეშია 2020 წლის ოქტომბრიდან, მას 9 წელი აქვს მისჯილი