რუსეთი სირიას იარაღით ამარაგებს
10:23:53     16-08-2011
ისრაელის ხელისუფლება კვლავ მოითხოვს კრემლისგან, რომ სირიას იარაღი არ მიაწოდოს. თელ-ავივმა ამის შესახებ უკვე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მრავალჯერ აღინიშნა ისიც, რომ “სირია ამჟამად კრიტიკულ ზღვარზეა, არავინ იცის რა იქნება მომავალში, მისთვის იარაღის მიწოდება კი მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმაა”.
როგორც ვიუწყებოდით, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, შიმონ პერესმა მოუწოდა დიმიტრი მედვედევს, რომ სირიას არ მიჰყიდოს თანამედროვე შეიარაღების სისტემები, ვინაიდან არ არის არანაირი საშუალება იმის გასაგებად, თუ, საბოლოოდ, ვის ხელში აღმოჩნდება ეს შეიარაღება. ისრაელი შიშობს რომ მას ტერორისტული დაჯგუფებები, პირველ რიგში კი, “ჰეზბოლა” ჩაიგდებს ხელში.
ასეთი თხოვნით, ისრაელმა, უკანასკნელ ხანს, რუსეთს უკვე რამდენჯერმე მიმართა. კრემლი კი ირწმუნება, რომ მისი შეიარაღება ტერორისტული დაჯგუფებების ხელში არ ხვდება.