აქცია პარლამენტთან - სტატუსშეჩერებული სტუდენტები სწავლის საფასურის განახევრებასა და სტატუსის აღდგენას ითხოვენ
12:16:36     22-12-2020
75 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტის სახელით, არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრეს ცენტრმა" პარლამენტს მიმართა.
სტუდენტებს დღეს განათლების მინისტრის მოსმენაზე დასწრება და მისთვის კითხვების პირადად დასმა სურდათ, ამიტომ მათ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს , თუმცა უარი მიიღეს.
"არც წინა და არც ამ მოწვევის პარლამენტს არ ადარდებს სტუდენტების პრობლემები, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დავსწრებოდით დღევნდელი განათლების კომიტეტის სხდომას, თუმცა, არ მოგვეცა ამის საშუალება... ჩვენ არ მოგვცეს კონსტიტუციური უფლება, როგორც ჩანს ერთპარტიულ პარლამენტში საერთოდ უარს ამბობენ რაიმე სახის კითხვების გაჟღერებაზე", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტში 4 მთავარი კითხვით წერილი დატოვეს, ისინი სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადასახადების განახევრებას და სტატუსის აღდგენას ითხოვენ.