"ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, პანდემია სისულელეა..." - დეკანოზი თეოდორე
15:35:06     21-12-2020
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღავრი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძემ პანდემიისადმი სასულიერო პირების დამოკიდებულების გამო ბოდხიში მოიხადა.
"ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, პანდემია სისულელეა... მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს ამით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ, ვშიშობდეთ, აბა, მასონებს რა გეგმა აქვთ, აცრებით დაგვღუპავენო. ეს ეკადრება ქრისტიანს და, მით უფრო, სასულიერო პირს?! ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ მათ ვუთხარით, ყველაზე მაგრები ვართ, არაფერი გვემუქრებაო. უნდა გამოვიდეთ, შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ", - ამბობს დეკანოზი თეოდორე.