
გუბაზ სანიკიძე: მე უარს ვამბობ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და ბიძინა ივანიშვილის მასკარადში მონაწილეობაზე. ეს პოზიცია არ შეიცვლება და დარჩება ასე!
18:53:05     09-12-2020
გუბაზ სანიკიძის განცხადება
"ვეხმაურები პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვაპირებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში შესვლას - ეს არის ბინძური პროვოკაცია, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტის მხრიდან ჩემს საწინააღმდეგოთ იქნა განხორციელებული.
ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ურყევი - მე უარს ვამბობ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და ბიძინა ივანიშვილის მასკარადში მონაწილეობაზე. ეს პოზიცია არ შეიცვლება და დარჩება ასე!" - ამბობს გუბაზ სანიკიძე ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ განცხადებაში.