
"გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა"
17:03:16     07-12-2020
„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, 2008 წელს ოპოზიცია რომ დაიშალა, მაშინ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. "ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.