პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
14:54:36     02-12-2020
კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ალადაშვილის კლინიკაში დაადასტურეს.
მას ბოლო რამდენიმე წელია ბეხტერევის დაავადება ჰქონდა.
ბოლო დღეებში ის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა და საავადმყოფოში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადიოდა.
კობა დავითაშვილი საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო.