წვნიანი იტალიურად
10:20:04     16-08-2011
მასალა:
1 ცალი კვერცხი
2-3 ნაჭერი თეთრი პური
2 ჭიქა ხორცის ბულიონი
1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
დაჭრილი მწვანე ხახვი
თეთრი პურის ნაჭრებს ორივე მხრიდან წავუსვათ კარაქი და შევბრაწოთ. ჩავდოთ ისინი ცეცხლგამძლე ჭურჭელში. დავასხათ ბულიონი. დავამატოთ უმი კვერცხი. სუპი შევდგათ ღუმელში. როდესაც ცილა გამაგრდება, სუპი მზადაა, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანე ხახვი და მივიტანოთ სუფრაზე.