საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

  11:38:18     01-12-2020

19 წლის თეკლა თორდია გვიან ღამით გარდაიცვალა. გოგონა კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, ჯერ კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, ტემპერატურის მომატების შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.