ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშისას ტერფი დაიზიანა
13:51:39     30-11-2020
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ტერფი დაიზიანა. ექიმების ინფორმაციით, კომპიუტერული გამოკვლევის შედეგად ბაიდენს ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდასტურდა.
მას რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლით სიარული მოუწევს.
ბაიდენმა, ფეხი, გასულ შაბათს, ძაღლთან, მეიჯორთან თამაშის დროს დაიზინა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტის ვიდეო მიკრობლოგ "ტვიტერზე" გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.