
დიღმის მასივში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
15:29:36     27-11-2020
დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ცნობით, "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალში შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) დაიწყო.