საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი
11:10:03     24-11-2020
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.