
ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული
20:38:20     20-11-2020
წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბისი"-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.