ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა
10:58:23     20-11-2020
დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამაგბედიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ეპარქიაში ამბობენ ეპისკოპოსი მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"დღეს დილით გარდაიცვალა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, თანხმლები დაავადებები ჰქონდა, სამწუხაროდ ვერ გაუძლო მისმა ორგანიზმმა“, - ამბობს ბორჯომის წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, იოანე ხეცურიანი.
ეპისკოპოსი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად 2017 წლის 3 იანვარს წარადგინეს. მანამდე იგი გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი იყო.
ეპისკოპოსად კი 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს. იგი 65 წლის იყო.