საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა

  14:18:08     18-11-2020

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულებულია. 

მაიკ პომპეო, რომელიც საქართველოს გუშინ ესტუმრა, თბილისიდან ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელში მიემგზავრება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

მაიკ პომპეო ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაო საზოგადოების წარმომადგენლებს.