ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

  16:44:04     17-11-2020

COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

როგორც ცნობილია ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების მზარდი სტატისტიკაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს.  კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 68 929-მდე