პოლ სეზანი და იმპრესიონიზმი

  15:03:34     15-08-2011

პოლ სეზანი ფრანგი მხატვარია, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა . იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობს ექსში და ამავე დროს, აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვება რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად, 1861 წელს პარიზში მიმგზავრება. დროთა განმავლობაში, მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით, სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.

პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ–ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.