ბათუმში COVID-19-ით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

  12:42:56     13-11-2020

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 32 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას მიმართა 4 ნოემბერს, გარდაიცვალა 12 ნოემბერს. 

დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი.  სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია.

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა.