საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:23:39     12-11-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 69681-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 69681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52169 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 599.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2506 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -4918, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 3311.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.