
"სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისში, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა"
13:03:15     11-11-2020
სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისში, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ რ. პომპეოს ვიზიტს საქართველოში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მდივანი ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
"13-22 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ რ. პომპეო ეწვევა საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს.
სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისში, სადაც ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ. სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდება მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.
17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.